ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში რჩებიან ხულოში გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები და ნათესავები. კლინიკის ხელმძღვანელობამ სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა აცხადებენ, რომ რვავე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
ყველაზე პატარა 4 თვის ჩვილია, რომელიც საავადმყოფოში გრიპის ვირუსის სიმპტომებით მოათავსეს. არასრულწლოვნების ხულოდან ბათუმში გადმოყვანის გადაწყვეტილება ოჯახმა 2 დღის წინ 4 წლის გოგონას პნევმონიით გარდაცვალების შემდეგ მიიღო.