„გთხოვთ დაუყოვნებლივ მოახდინოთ საფრთხის შემცველი სახურავის ნაწილის დემონტაჟი“ – ასეთი წერილი ბათუმის მერიისგან იმ ამხანაგობამ მიიღო, რომლის ბინასაც ქარმა სახურავი იანვრის დასაწყისში გადახადა. წერილში მითითებულია, რომ მითითებას საფუძვლად ექსპერტიზის დასკვნა უდევს და შესასრულებლად აუცილებელია, თან სასწრაფოდ.
მერია ამ ეტაპზე ფინანსურ დახმარებას ამხანაგობას არ ჰპირდება, პირიქით წერილში მითითებული აქვს რომ შესაძლოა მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მესაკუთრეები დააჯარიმონ. ბათუმის მერიაში დამატებით გვითხრეს, რომ ერთადერთი რასაც სავარაუდოდ გააკეთებენ ეს დაუყოვნებლივ შესასრულებელი სამუშაოს ხარჯის, ანუ საფრთხის შემცველი სახურავის მოშლის ხარჯის დაფარვაა, თუმცა ეს თანხა მერე ამხანაგობამ უნდა დააბრუნოს ქალაქის ბიუჯეტში.