შესაძლოა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადისთვის სპორტის 4 ახალი სახეობა დაამატონ

22 თებერვალი 2019, 00:00 3215 ნახვა

ოლიმპიადის დაარსებიდან 50 წლის თავზე, ტრადიციულ სპორტულ სახეობებს შესაძლოა 4 ახალი სპორტული მიმდინარეობა - სერფინგი, სკეიტბორდინგი, ბრეიქდანსი და კლდეზე ცოცვა დაემატოს. ამის შესახებ ინფორმაცია ოლიმპიადის ორგანიზატორებმა დააანონსეს.

ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, სპორტის ახალი სახეობების დამატება ხელს შეუწყობს ოლიმპიადა უფრო მეტად იყოს ახალგაზრდებზე ორიენტირებული, გახდეს უფრო ურბანული და პროგრამა კიდევ უფრო დაბალანსდეს გენდერულად.

თანამედროვე სპორტის სახეობების დამატების შესახებ, საბოლოო გადაწყვეტილებას კომიტეტი 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადებს.2024 წელს კი, შესაძლოა ამ სპორტის მიმდევრები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ვიხილოთ.

ამავე კატეგორიაში