საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთთან მატჩს დანაკლისით ხვდება. გუნდს ვერ ეხმარებიან ევროლიგაში მოასპარეზე თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და მეტ ჯენინგი.
ასევე, გუნდს ვერ შეუერთდა ბექა ბურჯანაძე. ილიას ზუროსს სანდრო მამუკელაშვილის გამოძახება სურდა, მაგრამ ვერც სეტონ ჰოლში მოასპარეზე ახალგაზრდა კალათბურთელი შეძლებს ნაკრების დახმარებას.დღეს და 24 თებერვალს კი ჩვენს ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელოდებათ.