გადაადგილება ერთიანი სატარიფო სისტემით, მგზავრთა გადასასვლელი სადგურები ადმინისტრაციულ ცენტრებში და მაგისტრალური ხაზები - ახალი სამგაზვრო სატრანსპორტო სქემა სპეციალისტებმა მთავრობის წევრებთან ერთად განიხილეს.
ასევე იმსჯელეს რეგიონული უწყების ინსტიტუციონალურ მოდელზეც - განიხილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააგენტოს შექმნა, რომელიც ერთიან მუნიციპალურ ქსელს მონიტორინგს გაუწევს.
ევროპული ქვეყნების მაგალითზე ახალი სქემა არსებული სისტემის კვლევით და მოსახლეობის საჭიროების ანალიზით ექსპერტებმა შეიმუშავეს. მთავრობის წევრები პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ.