ბათუმში 31-ე საბავშვო ბაღში ინციდენტთან დაკავშირებით ბათუმის ბაღების გაერთიანებამ მოკვლევა დაასრულა. შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. მას სამედიცინო მკურნალობა თბილისში ჩაუტარდა.
ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის თქმით უცნობია ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა და რა სანქციები გატარდება.
'' 31 საბავშო ბაღში ბავშვის მოწამვლის ფაქტზე მოკვლევა დასრულებულია. უახლოეს დღეებში იგეგმება დისციპლინური კომისიის სხდომა სადაც გადაწყდება ბაღის აღმზრდელების მიმართ რა დისციპლინური სახდელი იქნება გამოყენებული'' - განაცხადა მამუკა შამილიშვილიმა