ქართული მრავალხმიანი სიმღერა და საგალობელი, კაცობრიობის მუსიკალური საგანძურის კუთვნილებაა. ქართულ სიმღერას მთელი მსოფლიოს ნატიფი ხელოვნების მოყვარულები აფასებენ.
ადრე, ქართველების მიერ შესრულებული ხალხური სიმღერის ჩანაწერი, ამერიკელებმა შორეულ კოსმოსში, დედამიწის სავიზიტო ბარათის ერთ ნაწილად გაგზავნეს. ახლა, ამერიკელები, ზაქარია ფალიაშვილის ლიტურგიას საკუთარი შესრულებით საქართველოს უბრუნებენ. ვაშინგტონის „კაპიტოლ ჰილ ქორალი“ ივნისში საქართველოს ესტუმრება .