საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს

22 მარტი 2025, 17:29 204 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი ჩავიდა, თუმცა მათივე ცნობით, ტაძარს ან ფრესკებს რაიმე საფრთხე არ ემუქრება.

„გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ ადგილზე მდგომარეობის შესაფასებლად. ამ დროისთვის, ტაძარს ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება.

 

სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში