როგორ იცავენ სახანძრო უსაფრთხოების წესების საზოგადოებრივ ობიექტებში?

17 თებერვალი 2019, 00:00 1764 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სახანძრო უსაფრთხოების კონტროლი დაიწყო. სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, გაიცემა რეკომენდაციები,  მეორე ეტაპზე შეისწავლიან გამოსწორდა თუ არა ხარვეზები. მონიტორინგის დროს  პრობლემები  მესამე ეტაპზეც თუ გამოვლინდა, კანონით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედება.

სახანძრო  უსაფრთხოების   წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.   სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე სანქციები გასული წლის 1  აგვისტოდან გამკაცრდა. ცვლილებები  სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში შევიდა. რა ვითარებაა დღეს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებში და როგორ ემზადებიან ადმინისტრაციებში სახანძრო უსაფრთხოების კონტროლისთვის-ფირუზ ბოლქვაძე და სულიკო დოლიძე არკვევდნენ.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი