როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ამოცანებს? - მიღწეევებსა და ხარვეზებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანგარიში გამოაქვეყნეს. ყურადღება 6 მიმართულებაზეა გამახვილებული. ანგარიში განსაკუთრებით კრიტიკულია მართლმსაჯულების რეფორმის მიმართულებით. შედარებით ნაკლებ პრობლემებზეა საუბარი თანასწორობისა და შრომით უსაფრთხოების კუთხით.
რაც შეხება გენდერული ნიშნით ძალადობას, აღნიშნულია, რომ ამ მხრივ გაძლიერდა კანონის აღსრულების მექანიზმი და ამაღლდა მოსახლეობის ცნობიერება. განხილულია ბავშვთა უსაფრთხოების საკითხიც და აღნიშნულია, რომ ამ შემთხვევაში პრობლემად რჩება ძალადობის პრევენცია. ანგარიში ასევე ამბობს, რომ პრობლემაა საჯარო დაწესებულებებში სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსი და ფინანსები.
კვლევის ავტორების თქმით, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებით ამოცანები ნაწილობრივ შესრულდა.ევროკავშირის ელჩის თქმით, უახლოეს პერიოდში ამ საკითხებს საქართველოს პრემიერთან ერთად ბრიუსელშიგანიხილავენ, სადაც მისი თქმით, მამუკა ბახტაძეს კარგი გარემო და განწყობა დახვდება, რადგან საქართველო მათთვის საიმედო პარტნიორია. როგორ ეხმაურება საქართველოს ხელისუფლება კვლევის ავტორების კრიტიკას?