როგორ შესრულდა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებები?

13 თებერვალი 2019, 00:00 1546 ნახვა

როგორ შესრულდა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებები?

ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესებულ პირებს ანგარიშს აცნობენ. მონიტორინგის შედეგები   2017-2020 წლების დღის წესრიგში განსაზღვრული მოკლევადიანი პრიორიტეტების ანალიზსაც ეხება.

ანტიკორუფციული და მართლმსაჯულების მიმართულებით გატარებული რეფორმები ფასადურია და რჩება გამოწვევები- ასე ფიქრობენ მესამე სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციებში მიაჩნიათ,  რომ  ვერც ახალმა კანონმა პროკურატურის შესახებ რეალობა ვერ შეცვალა.   

კვლევის ავტორების თქმით,  მიღწევები და  ხარვეზები სულ 6 ძირითადი მიმართულებით გამოიკვეთა.  მათ შორისაა სოციალური პოლიტიკა,  ქალთა და   ბავშვთა უფლებები. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა არ არსებობს და რომ ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში საუბარია იმ ბრძანების შესახებ, რომელიც მთავრობამ ჯერ კიდევ 9 წლის წინ დაამტკიცა.

ანგარიშის თანახმად მნიშვნელოვნად არ შეცვლილა დასაქმებულთა შრომითი უფლებები და პრობლემებია გარემოსდაცვის კუთხითაც.

როგორ გაძლიერდეს  სტრუქტურული რეფორმები და  როგორ გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ ის შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს  ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება  აძლევს- ამ საკითხს  ბრიუსელში რამდენიმე კვირაში ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ, რომელსაც  პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძეც დაესწრება. საქართველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ განხილვის თემა იქნება 2018 წლის  საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაშვებულ ხარვეზებიც.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  აცხადებს, რომ ასოცირებით ნაკისრი პრიორიტეტბი შესრულდება და რეფორმები ყველა მიმართულებით გაგრძელდება. განსაკურებით გამოწვევად კი ტავად  მართლმსაჯულების სისტემის კუთხით არსებულ ვითარებას ასახელბს.

აც შეეხება ბავშვთა უფლებებს ქვეყანაში  ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ  ხელისუფლება ამ მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

რეკომენდაციები რომლებიც  მესამე სექტორს აქვს შესაბამის უწყებებს უკვე გადაეგზავნათ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი