მოსამართლეებისთვის კომპენსაციის და პენსიის გაცემა - საკონსტიტუციო სარჩელი

12 თებერვალი 2019, 00:00 956 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელ სხდომაზე ყოფილი  მოსამართლის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. დავის საგანს  წარმოადგენს სახელწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ  საქართველოს კანონის რამდენიმე  ნორმა. მოსარჩელის განმარტებით,  2006 წლამდე  მოქმედი კანონმდებლობით სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის გასვლის  გამო მოსამართლე უფლებამოსილი იყო  მოთხოვნის შემთხვევაში პენსია დანიშვნოდა, თუმცა 2006 წელს ამოქმედებული  რეგულაციებით  დაწესდა ასაკობრივ ზღვარი 65 წლამდე.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ არსებული ნორმები მას დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს  იმ პირებთან მიმართებით, რომელთაც საერთო საპენსიო  ასაკისათვის მიღწევის გარეშე, 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კანონით დაენიშნა კომპენსაცია და  კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, შეუნარჩუნდათ იგი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი