''ოცნების ქალაქში'' მობინადრეთა რეგისტრაცია დროებით შეჩერებულია

12 თებერვალი 2019, 00:00 2460 ნახვა

ე.წ.  ოცნების ქალაქში მობინადრეთა რეგისტრაცია,  რომლებიც ახალ კორპუსებში ბინებს მიიღებენ,  დროებით შეჩერებულია. ცოტა ხნის წინ აქ ინციდენტი მოხდა,  ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და მოსახლეობას შორის.  

თვითნებურად შესახლებულები აცხადებენ, რომ ნარგიზ დიასამიძე ცდილობს, ე.წ.  მუყაოს ქალაქში არსებული ვითარება პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანოს. თავად დიასამიძე ბრალდებებს უარყოფს. იგი  კომისიის მუშაობას აკვირდება.

კომისიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს. რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით კომისია დაახლეობით ერთი  თვის განმავლობაში იმუშავებს.  ბოლო სამ დღეში  102 ოჯახი დარეგისტრირდა.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი