გუდიაშვილის 8 ნომერში მდებარე მშენებარე სახლის მესაკუთრეებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გამართეს. ისინი მოსამართლე სალიხ შაინიძეს იმ გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ, რომლის მიხედვითაც კომპანიას კერძო მესაკუთრეებს შორის სასამართლო დავის დასრულებამდე აღნიშნულ მისამართზე მშენებლობა შეეზღუდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს უშლის პროექტის დასრულებას. გუდიაშვილის 8 ნომერში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შპს „შენი სახლი“ აშენებს, რომელსაც სამუშაოები 2017 წელს უნდა დაესრულებინა.