საქართველოს მიმართულებით ლიეტუვასა და ესტონეთიდან პირდაპირი ჩარტერული რეისები დაინიშნა. ფრენები ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ტალინის, ხოლო სექტემბრიდან ვილნიუსის აეროპორტიდან, ბათუმში განხორციელდება. სიახლე საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.
აჭარის ტურზიმის დეპარტამენტის ინფორმააცით, აპრილიდან აჭარაში ლიეტუვადან პრეს და ინფოტურები იგეგმება, რომლის ფარგლებშიც რეგიონს ჟურნალისტები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ესტუმრებიან.