1 იანვრიდან დღემდე ტექნიკური დათვალიერება ავტომანქანების ნახევარმა ვერ გაიარა

23 იანვარი 2019, 00:00 2573 ნახვა

უკვე 23 დღეა საქართველოში ყველა ავტოტრანსპორტისთვის სავალდებულოა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. პროცესი შეაჯამეს დღეს სპეციალისტებმა. აცხადებენ რომ, ინსპექტირების ცენტრებში საგრძნობლადაა გაზრდილი მიმართვიანობა, რაც ე.წ. ჭკვიანი კამერების ამოქმედების შემდეგ შეინიშნება. ამას „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორი დადებითად აფასებს, მძღოლებს კი მეტი ინფორმაციის მოძიებას ურჩევს.

ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. ჭკვიანი კამერების ამოქმედებიდან 4 დღეში 6500-მდე ჯარიმა გამოიწერა. იზორიამ ასევე იმ გავრცელებულ ინფორმაციაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც მძღოლები სხვა საბურავებით გადიან ტექდათვალიერებას, რაც ცუდი ტენდენციაა. „ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმაც გააკეთა ვრცელი განცხადება - მისი თქმით, ბოლო პერიოდში დასათვალიერებლად მისული ავტომობილების 46 პროცენტი ხარვეზიანია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ჯამში ინსპექტირება გავლილი ავტომობილების 2 პროცენტს აეკრძალა გადაადგილება, ხარვეზი კი შემოწმებული 180 ათასი მანქანიდან მესამედს აღმოაჩნდა. 

ამავე კატეგორიაში