ბათუმში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

23 იანვარი 2019, 00:00 2861 ნახვა

ბათუმში საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილთა შორის იყვნენ ბერძნულ-რომეული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები და ვეტერანი სპორტსმენები. ისინი გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებენ. ამბობენ, რომ  წელს სალიცენზიო  წელია, სპორტსმენებს ბევრი შეჯიბრება აქვთ და მსგავსი სიტუაცია ჭიდაობას და ქვეყანას დააზარალებს.

​​''ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რომ თავი ვერ შეიკავა, მაგრამ ხდება ხომ ადამიანები ვართ. ის რომ ორჯერ გალახეს და პრეზიდენტს დაარტყეს ხელი, 2000 კაცის წინაშე, ეს ხომ ყველამ დავინახეთ. თვითონ დათუნაშვილიც ძალიან ცუდ დღეშია, მისი პრეზიდენტი დაჭერილია. ვიღაცამ გამოიყენა, შეცდომაში შეიყვანა ეს ახალგაზრდა კაცი'' - ამბობს აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ანზორ ლაზიშვილი. 

​''ჩვენ ვაპროტესტებთ გეგა გეგეშიძის დაპატიმრებას. ცოტა პოლიტიკურად გაზვიადებული ​ თემაა. აქ იყო შეხლა- შემოხლა, არც დარტყმა გვიხილავს. დაზარალებული პირველად თავად მივიდა გეგასთან და რაღაც უთხრა'' - უთხრა მაუწყებელს აქციის მონაწილემ. 

გეგა გეგეშიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს თბილისშიც,  საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასთან სადაც ფედერაციის წევრები და მოჭიდავეები არიან შეკრებილნი. მოჭიდავეთა ნაწილი  გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებს  და მის  გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებას ინციდენტს უწოდებენ და ამბობენ, რომ ფაქტი ფედერაციაში გარჩევით უნდა დასრულებულიყო.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე გუშინ დააკავეს. ის სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ძალადობის მუხლით აიყვანეს.

 

 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში