ახლა აგვისტოს დასაწყისია და მტირალას ეროვნულ პარკს დღეში საშუალოდ 500-მდე ვიზიტორი სტუმრობს - ამას იქ დასაქმებულები გვეუბნებიან. რეკორდული მაჩვენებელი თურმე გასული ორი დღის განმავლობაში დაფიქსირდა - ჯამში 2 000 სტუმარი. ეს ციფრი გუშინ სავარაუდოდ, ჩემმა კოლეგებმა ლაშა ველიაძემ და უჩა დევაძემ დაამრგვალეს.