ავარიული სახლიდან, მზის გარეშე დარჩენილ ბინებში - მაიაკოვსკის ქუჩაზე, საფრთხის შემცველ სახლში მცხოვრებ 45 ოჯახს, კომპანია „რეალმშენმა“ საცხოვრებელი ბინები ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე აუშენა - ეს ის ცნობილი კორპუსია რომლის გამოც, გვერდით მდებარე კორპუსის და საკუთარ შენობაში არსებული ბინების ნაწილში სინათლე თითქმის არ აღწევს.ბინებს შორის დაშორება ერთი მეტრიც კი არაა.
შეთანხმება, წლების წინ ამხანაგობასა და კერძო კომპანიას შორის შედგა, იდეას და გარიგებას მაშინ იწონებდა ქალაქის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, რომელმაც ქალაქის ბიუჯეტიდან ხალხს ნახევარი მილიონი ლარი გადაუხადა, ხალხმა კი თანხა არსებულ ავარიულ კორპუსთან ერთად, ახალი ბინების სანაცვლოდ „რეალმშენს“ გადასცა. მოქალაქეებს სინათლის გარეშე დარჩენილი ბინები არ მოსწონთ, თუმცა ამბობენ რომ სხვა გზა არ დარჩათ - საფრთხეს გარიდებულები მზის გარეშე.