ჰერალდიკის საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს დროშები გადმოფინონ სახლებიდან
დღეს, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლო სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ სახელმწიფო დროშა.
ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს მიიღეს. ამავე დღეს მიიღეს ეროვნული სიმბოლოდ გერბი და ჰიმნი.
2004 წლამდე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლო 1918 წლებში მიღებული მხატვარ იაკობ ნიკოლაძის სამფეროვანი დროშა იყო, რომლის დიზაინი კონკურსით შეარჩა.
ქვეყნის ანექსიის შემდეგ, 1921 წელს დროშა საქართველოს რევკომმა გააუქმა. 1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით აღადგინეს ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოდ ძველი დროშა. იგი 2004 წელს ხუთჯვრიანით შეიცვალა.