შემოქმედის ეპარქიის გვერდზე გავრცელებული განცხადება არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან, ეს მხოლოდ ჩემი პირადი პოზიციაა - განმარტავს შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები.
მიტროპოლიტი სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა პირად საუბარში აღნიშნავს, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მომხრეა და ამ საკითხთან დაკავშირებით ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე პირადი პოზიცია დააფიქსირა. მიტროპოლიტი იოსები ამბობს, რომ იგი დაელოდება წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ეტაპზე მისთვის უცნობია.
გუშინ, შემოქმედის ეპარქიამ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიულოცა.