„ტამიფლუს“ უფასოდ გაცემა დღის მეორე ნახევარში დაიწყება

12 იანვარი 2019, 00:00 1282 ნახვა

მედიკამენტტამიფლუსუფასოდ გაცემა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით , მედიკამენტის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება.

გარკევეული პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყებენ „ტამიფლუ“-ს გაცემას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან. ამ დროისტვის რეგიონის საზოგაოდებრივი ჯანდაცვის ცენტრს 300-მდე „ტამიფლუ“ აქვს გაცემული, მედიკამენტი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს.

მოქალაქე ანტივირუსულ პრეპარატს ექიმის დანიშნულებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის ფორმა N100-ის წარდგენის შემდეგ მიიღებს. ამასთან, დღეიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება სრულად დაუფინანსდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი