სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
დავით სერგეენკო მათგან ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას მოისმენს. აქვე გეტყვით, რომ დავით სერგეენკომ ფარმაცევტულ კომპანიებს მიმართა და ანტივირუსული პრეპარატის, „ტამიფლუს“ ღირებულების დაწევისკენ მოუწოდა. ამ განცხადების შემდეგ ფარმაცევტულმა კომპანიებმა ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ ფასების დაწევა დაიწყეს.
“ტამიფლუს” 10 კაფსულის ღირებულება საქართველოში 72.00 ლარიდან 99 ლარამდე მერყეობდა. ახლა კი 68 ლარამდეა