რონალდინიო ''მარაკანას'' დიდების დარბაზის წევრად აირჩიეს

10 იანვარი 2019, 00:00 1883 ნახვა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო სტადიონ ''მარაკანას'' დიდების დარბაზის წევრად აირჩიეს. 38 წლის ყოფილმა ნახევარმცველმა საკუთარი ფეხის ანაბეჭდები დატოვა სტადიონზე.

სტადიონის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით რონალდინიოსა და პელეს ფეხების ანაბეჭდები გვერდიგვერდ იქნება. ბრაზილიელის თქმით ეს მისთვის უდიდესი პატივია.

რონალდინიომ მისი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები ''ბარსელონაში'' გაატარა. კლუბთან ერთან ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატის რამდენიმე გზის გამარჯვებული გახდა. 2005 წელს კი, მსოფლიოს საუკეთესო ფესბურთელის ტიტულიც მიიღო.

2002 წელს, როცა ბრაზილიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რონალდინიო ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო. 

ბრაზილიელმა კარიერა 2018 წლის იანვარში დაასრულა.

ამავე კატეგორიაში