გრიპის ვირუსის გამო სკოლებსა და ბაღებში არდადეგები 18 იანვრამდე გახანგრძლივდა

09 იანვარი 2019, 00:00 1602 ნახვა

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი - 112 მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს სასწრაფო დახმარების ბრიგადა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში გამოიძახონ, სხვა დროს კი პირდაპირ ოჯახის ექიმს ან ჰოსპიტალს მიმართონ.

ამასთან დღესვე გახდა ცნობილი განათლების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილება -  სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგები 18 იანვარის ჩათვლით გაგრძელდება.

უცვლელია ვითარება  ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში, საბედნიეროდ არცერთი  ბავშვი აღარ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ჯამში კი 22 პირი მკურნალობს დადასტურებული ვირუსით, ანუ ე.წ. ღორის გრიპით. დღეს მოსახლეობის დასამშვიდებლად და სრული სურათის წარმოსადგენად დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაასაჯაროვა ბოლო 10 წლის სტატისტიკა, აღმოჩნდა რომ ე.წ. ღორის გრიპის ყველაზე მეტი შემთხვევა 2009-2010 წლებში ფიქსირდებოდა. ლეტალური შემთხვევების რაოდენობის მიხედვით კი ბოლოს მასშტაბური იყო 2015-2016 წლები, მაშინ გრიპის ვისურით ქვეყანაში 50 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს არსებულ ვითარებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში, ასევე ფიქრობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. პაატა იმნაძე დღეს მედიას ადანაშაულებდა მოსახლეობის დაშინებაში და სკოლების დაწყების გადადების საჭიროებასაც ვერ ხედავდა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი