19 ბავშვი დაიბადა ერთ-ერთ კლინიკაში 7 იანვრის ღამეს, ჯამში კი მიმდინარე წლის 8 დღეში ამ სამედიცინო დაწესებულებაში 42 ჩვილი მოევლინა ქვეყანას. აქედან 22 შემთხვევაში საკეისრო კვეთა გაკეთდა.
ექიმი არ უარყოფს რომ ხშირად დედები თავად ირჩევენ საკეისრო კვეთას და ოპერაცია ჩვენების გარეშეც ტარდება. ამას კი ეწინააღმდეგება ევროპის ბევრი ქვეყანა, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
საკეისრო კვეთის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების გამო ყოველწლიურად ჯარიმდება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია საქართველოში.
გადაჭარბება ფიქსირდებოდა შარშან აჭარის შემთხვევაშიც. ასევე, ფიქსირდება წელს. უკვე თვეებია, ჯანდაცვის სამინისტროში მიდგომის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს.