აჭარაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

08 იანვარი 2019, 00:00 2152 ნახვა

დღეს აჭარაში გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ მიმართვიანობამ სამედიცინო დაწესებულებებში 200-ზე მეტია, გუშინ კი ეს ციფრი 170 იყო.

არსებობს თუ არა ეპიდემიის საფრთხე? რუსუდან შავიშვილის თქმით, ვირუსის მაჩვენებელი დადგენილ ზღვარს არ აღწევს: ‘’ამ ეტაპზე ეპიდემიის ან საგანგაშო მდგომარეობის საფრთხე არ არსებობს. 100 000-დან  450-დან 500 მოქალაქემდე უნდა დაიმფიცირდეს, საგანგაშო მდგომარეობა ან ეპიდემია რომ გამოცხადდეს.

პარალელურად მიმდინარეობს ანტივირუსული პრეპარატის ტამიფლუს უფასოდ გაცემის პროცესი. დღეის მდგომარეობით, სულ 57 პაციენტმა მიიღო ეს პრეპარატი. აღნიშნული მედიკამენტი უფასოდ გადაეცემა ორსულებზე, ბავშვებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებზე. ასევე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე. იმ პაციენტებს რომლებსაც სჭირდება და დანიშნული აქვთ ‘’ტამიფლუ’’, უწყვეტ რეჟიმში ღებულობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ. ამბულატორიები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები მორიგე რეჟიმში მუშაობენ ‘’- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა.

მომართვიანობა გაზრდილია იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალშიც. საავადმყოფოში ამბობენ, რომ გრიპისა და გრიპის მაგვარი ვირუსით 70-მდე ბავშვი გადის მკურნალობის კურსს.  ისინი საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ამტკიცებენ, რომ მიმართვიანობის ნაკადს უმკლავდებიან. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე და გართულებები არ ფიქსირდება.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არასამუშაო დღეებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ პირველადი ჯანდაცვის ცენტრები დილის ათი საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში