ალილოს მსვლელობა, ქედაში, წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან დაიწყო. დეკანოზმა ევდემოზ ალელიშვილმა სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, საშობაო გალობით მოსახლეობას ქრისტეს შობა ახარა.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ადგილობრივებმა საშობაო ნობათი შეაგროვეს, რომელსაც შეჭირვებულ მოსახლეობას გადასცემენ. მათ შორისაა ტკბილეული და თბილი ტანსაცმელი.