ბათუმი საახალწლო - საშობაო ბაზრობას მასპინძლობს. დილიდან ხელნაკეთი ნივთების, ტკბილეულისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. საახალწლო პროგრამა ნებისმიერი ასაკის მოქალაქეზე გათვლილია.
ბულვარის ცენტრალური ნაწილი დისნეის ზღაპრული სამყაროს გაცოცხლების ადგილად გადაიქცა. მოქალაქეების განწყობაზე კოსტუმირებული ზღაპრის გმირები, ანიმატორები, გორგოლაჭებით მოსიარულე სანტები და საბავშვო ანიმაციური გმირები სახალისო აქტივობებით ზრუნავენ.