მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

28 დეკემბერი 2018, 00:00 2643 ნახვა

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. იგივე ბრალდებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული ირაკლი ქორიძე კი დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ გიორგი გიორგანაშვილს შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. მას ბრალი წარედგინა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ასევე გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. შესაბამისად, საერთო ჯამში, ის პატიმრობაში რჩება.

ამავე კატეგორიაში