საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასაახალწლო დღეებში პიროტექნიკის გამოყენებით მოქალაქეების დაშავების ფაქტები არ დაფიქსირებულა. გასულ წელს კი მედიკოსების დახმარება ათობით ადამიანს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებსაც დასჭირდათ.
უწყების წარმომადგენლები, პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით მშობლებს და ბავშვებს რეკომენდაციებით მიმართავენ. ირაკლი ჯანგებაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, პიროტექნიკის გარეკანზე დატანილ ინსტრუქციას კარგად წაიკითხონ და შემდეგ გამოიყენონ.
ბაღებში, სკოლებსა და სხვა დახურულ სივრცეებში პიროტექნიკის გამოყენება აკრძალულია.
კანონმდებლები კი ახალ ინიციატივაზე მუშაობენ, რომლის თანახმადაც არასრულწლოვანზე პიროტექნიკის მიყიდვა შესაძლოა დასჯადი გახდეს. უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, პიროტექნიკის არასრულწლოვანისათვის მიყიდვის გამო ფიზიკური პირი 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 200-ით.