ცეცხლმა სოფელ წაბლანაში საცხოვრებელი მთლიანად გაანადგურა

25 დეკემბერი 2018, 00:00 2949 ნახვა

ხულოში, სოფელ წაბლანაში ხანძრის შედეგად ორსართულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა. შანიძეების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველებმა მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. 

დაზარალებულები ყვებიან, რომ ცეცხლმოკიდებული სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს. 

ადგილზე სახანძრო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. 

ხულოს მერიაში ამბობენ, რომ დაზარალებული ოჯახის საკითხს კომისია შეისწავლის, მანამდე კი მათ ქირით გაიყვანენ. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი