გრიპის სავარაუდო დიაგნოზით რეგიონის სხვადსხვა კლინიკაში 51 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის სამი პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ეს ინფორმაცია მაუწყებელს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოგვაწოდა. ზაალ მიქელაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი.
მინისტრის თქმით, კლინიკას დაგვიანებით მიმართა ქალმა, რომელიც გუშინ ეიჩ ერთი ენ ერთი ვირუსის გამო გარდაიცვალა.