ქველმოქმედება სიცოცხლის გადასარჩენად

23 დეკემბერი 2018, 00:00 1385 ნახვა

ქველმოქმედება სიცოცხლის გადასარჩენად. 9 წლის თამარ გორგაძეს ოჯახი საზოგადოების დახმარების იმედადაა. ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია 2 დღეში უნდა ჩატარდეს თუმცა თანხა სრულად ჯერ შეგროვებული არ არის. ოპერაცია 125 ათასი ლარი ჯდება. 80 000 ლარი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ და  ბათუმის მერიამ გაიღო. ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი იპოთეკითაა დატვირთული.

მათი თქმით, თუ საჭიროზე მეტი თანხა შეგროვდება მზად არიან სხვას გადაურიცხონ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 9 წლის მოზარდს მსგავსი ოპერაცია პირველად უტარდება. 9 წლის თამარ გორგაძის სიცოცხლის გადასარჩენად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 0901200128, ან თანხა გადარიცხოთ ეკრანზე მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი