კენკროვანი კულტურების განვითარებისთვის usaid-ის სოფლის მეურნეობის პროგრამაში მონაწილეობისთვის განცხადების მიღება დაიწყო.
საგრანტო პროგრამის განხორციელებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, სოფლის მეურნეობის გარკვეული დარგების განვითარება წაახალისოს.
usaid-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, დარგობრივ ასოციაციებს, მომსახურებისა და კონსულტაციის მიმწოდებლებს 6 მილიონი დოლარის თანაინვესტირებით უზრუნველყოფს.