როგორ დავიწყოთ ბიზნესი, როგორ შევადგინოთ ეფექტური განაცხადი გრანტის მოსაპოვებლად და როგორ ავამაღლოთ ქალი მეწარმეების კომპეტენცია და კვალიფიკაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თემები განიხილეს ტრენინგ-სემინარზე ქობულეთში.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმე და მომავალ ბიზნესმენ ქალებს ევროპული გამოცდილება გაუზიარეს ესტონელმა ექსპერტებმა. შეხვედრა საერთაშორისო ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ორგანიზებითა და ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭოს პარტნიორობით გაიმართა.
მსგავსი შეხვედრა დღესვე საზოგადოებრივ კოლეჯშიც ჩატარდება, სადაც ესტონელი სტუმრები ახალგაზრდებს გამოცდილებას სტარტაპებში ჩართვასთან დაკავშირებით გაუზიარებენ.