ბათუმელმა დიზაინერმა თაკო მექვაბიძემ საახალწლო კაფსულა-კოლექცია წარადგინა. ჩვენება დიზაინერის მაღაზიასთან, ქუჩაში ღია ცის ქვეშ გაიმართა. წარმოდგენილი იყო ათი სადღესასწაულო ჩაცმულობა.
ჩვენების დასრულების შემდეგ, გათამაშდა საჩუქრები: დიზაინერის მიერ შექმნილი სამოსი, აქსესუარები, ასევე ვაუჩერები.