ბათუმის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

18 დეკემბერი 2018, 00:00 1684 ნახვა

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ევროპის მოედანზე 25 დეკემბერს აინთება. ასევე ზუსტდება პროგრამა, რომლითაც მუსიკოსები საახალწლო დღეებში მთავარ სცენასთან იმღერებენ. ამ ეტაპზე ადგილობრივი 15 ბენდია შერჩეული.

კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ჯონი საბაშვილის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჯგუფ  „გამოუვალ მდგომარეობასთან“ და „სალიოსთან.“ იგეგმებოდა უცხოელი შემსრულებლების  ჩამოყვანაც, თუმცა თვითთმართველობაში განმარტავენ, რომ წელს ბიუჯეტში ამისთვის  თანხა საკმარისი არ არის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი