ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის დროს ოჯახის წევრები სახლი არ იმყოფებოდნენ.
''ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა'' - წერია ქედის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თვითმმართველობის პრესამსახურში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ კომისია თემურ თებიძის ოჯახის საკითხზე დღეს იმსჯელებს. ოჯახს დროებით ქირით გაიყვანენ, შემდეგ კი დასკვნის საფუძველზე ფულად დახმარებასაც გაუწევენ.
ხანძრით დაზარალებულებს 10 000 ლარით ეხმარებიან.