კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში რივიერას ტერიტორიაზე ექვს შენობას ააშენებს, ამაზე დღეს პროექტის პრეზენტაციაზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათგან ყველაზე მაღალი შენობა 42 სართულიანი იქნება, ის 2012 წელს დაანონსებული ტრამპ თაუერის ნაცვლად აშენდება.
ამჯერად, მშენებლობის ფინანსური მხარდამჭერი ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდია. პროექტი სრულად 4 წელიწადში უნდა დასრულდეს. თუმცა, მის განხორციელებას ქალაქისთვის მიუღებლად მიიჩნევს სამოქალაქო სექტორი.
ეს ის ტერიტორიაა, რომელიც კომპანია გეოგრაფიკმა ბათუმის ისტორიული ზონის საზღვრებში მოაქცია, თუმცა ბათუმის მერიამ საზღვრები თავისი შეხედულებით შეცვალა და ტერიტორია დამცავი ისტორიული ზონიდან ამოიღო.