ინვესტორი მოქალაქეებს სანაპიროზე ცათამჯენების პროექტის განხილვაზე ეპატიჟება

17 დეკემბერი 2018, 00:00 3615 ნახვა

რა სიმაღლის ცათამბჯენებისა და როგორი სივრცის მოწყობა სურს ინვესტორს რივიერას ტერიტორიაზე - პროექტის ავტორები კიდევ ერთ საჯარო პრეზენტაციას დღეს, 17 დეკემბერს, 15:00 გამართავენ.

ბათუმის ზღვის სანაპიროზე, ანბანის კოშკისა და საოცრებათა პარკის მიმდებარე სივრცე - „ბათუმის რივიერას“ სახელითაა ცნობილი. ინვესტორებს, ამ ტერიტორიაზე ექვსი ცათამბჯენის მშენებლობა სურთ. წინასწარ ცნობილია, რომ 2 სასტუმროს, 4 საცხოვრებელი კომპლექსის, იახტკლუბის და ასევე ხელოვნური ტბის მშენებლობაც იგეგმება.  განხორციელებას „სილქ როუდ ჯგუფი“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური ჩართულობით გეგმავს. ამ ეტაპზე უცნობია რა დრო დასჭირდება იახტკლუბის განვითარების გეგმის განხორციელებას, რომლისთვისაც 350 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ვარაუდობენ. 

რივიერაზე კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ მფლობელობაში 6 ჰექტარი მიწაა. მიწის მეპატრონეების პროექტი, ბათუმელების ნაწილმა იმ მოტივით დაიწუნა, რომ სანაპირო ზოლი მთლიანად იკეტებოდა. 

ცათამბჯენების წინააღმდეგ აქციებიც გაიმართა - "არა ჩაბეტონებას".  ამ ლოზუნგით ბათუმელები ერას მოედანზეც შეიკრიბნენ და მერიას მოუწოდეს შეაჩეროს სანაპირო და რეკრეაციულ ზონაში მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა. ასევე, ბათუმის ქაოსურად განაშენიანება, რომლის გამო ქალაქის მცხოვრებლების დიდ ნაწილს ზღვის ხედი და პირდაპირი მზის სხივები დაეფარა. ქალაქის მერმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა, რომ საზოგადოებას ცათამბჯენების კომპლექსი აქვს. 

15:00 საათზე, რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილი ცათამბჯენების პრეზენტაცია სასტუმრო "რადისონის" მე-19 სართულზე გაიმართება. 

პროექტის ავტორები გეგმავენ დაინტერესებულ პირებს და მოქალაქეებს პროექტის დეტალები პირადად გააცნონ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი