რამდენიმე საათი ინაუგურაციამდე

15 დეკემბერი 2018, 00:00 1340 ნახვა

ერეკლე მეფის სასახლის კარი დაიკეტა ეზოში კი წითელი ხალიჩა დააგეს. ხვალ ზუსტად 15 საათზე საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ფიცს დადებს. შესრულდება საქართველოს ჰიმნი და პირველად კახური მრავალჟამიერი. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი ზურაბიშვილი მოწვეულ სტუმრებს წინანდალის ნაცვლად თელავის თეატრში უმასპინძლებს.

ორგანიზატორების თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაციას 150-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის ცნობილია, რომ ჩამოვა სომხეთის პრეზიდენტი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ვიციე- პრემიერები და პარლამენტის თავმჯდომარეები. პირველად საქართველოს ისტორიაში, მოქმედი და ახლად არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციაზე იქნებიან ერთად. მოქმედ პრეზიდენტს ჯარი ჩააბარებს პატაკს, ხოლო არჩეულ პრეზიდენტს ფიცის დადების შემდეგ მიესალმება ჯარი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი