აჭარაში დასვენების დღეები უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. მხოლოდ კვირას ღამით შესაძლებელია მცირე წვიმა.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში სანაპირო ზოლში +14, +16 გრადუსამდე დათბება, მთაში კი +4, +9 გრადუსი იქნება.
უქმე დღეებში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზეც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთში კი შედარებით დაბალი ტემპერატურა იქნება.