საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიომ მედიამონიტორინგის დადებითი შეფასებები მიიღო, გასული საპრეზიდენტო და წინასაარჩევნო პერიოდი, მაუწყებელმა მთლიანობაში მიუკერძოებლად გააშუქა.
კვლევის მიხედვით ქართული მედია საშუალებები გამოირჩეოდნენ პოლიტიკური ტენდენციურობით, ისინი წინასაარჩევნო პერიოდში, კანდიდატებს სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს მხოლოდ დადებით ან უარყოფით ჭრილში წარმოაჩენდნენ და არ აკეთებდნენ აქცენტს მათ საარჩევნო პროგრამებზე.