გაეროს საერთაშორისო კონფერენციაში ბათუმელი მოსწავლეები ჩაერთვებიან. შესაბამის პროგრამას გაეროში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გლობალური განათლების მოტივატორი’’ ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში ბათუმში ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმყოფებოდა და ქართულ-ამერიკულ სკოლასთან მემორანდუმი გააფორმა. ხელშეკრულება პროექტში მოსწავლეების ჩართულობას გულისხმობს.