შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სახელმწიფო პროგრამებზე, მათ აღსრულებასა და არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს თავისუფალ სივრცეში. უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე შშმ პირებს მათი პრობლემებით დაინტერესებას დაჰპირდა.
საუბარი შეეხო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, დასაქმების ხელმისაწვდომობისა და ადაპტირებული გარემოს ხელშეწყობის საკითხებს.