შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სრულწლოვნებისათვის პასპორტისა და პირადობის მოწმობების აღება სრულიად უფასო იქნება, არასრულწლოვნები კი, უფასოდ პირადობის ელექტრონულ მოწმობებს მიიღებენ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქციით 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით ისარგებლებენ.