საფრანგეთისგან ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა გაგრძელდება

08 დეკემბერი 2018, 00:00 1453 ნახვა

საჰაერო თავდაცვის კომპონენტში საქართველო და საფრანგეთი თანამშრომლობის მეორე ეტაპზე გადადიან. თავდაცვის სამინისტროს მიერ ფრანგულ მხარესთან გაფორმებული კონტრაქტით ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა გრძელდება. უწყების ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის საფრანგეთში ვიზიტის დროს მოეწერა.

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის რეზიდენციაში „ოტელ დე ბრიენი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც  ლევან იზორიამ და ფლორანს პარლიმ საფრანგეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის ლოგისტიკური უზრუნველყოფის შესახებ ტექნიკურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი