ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ სეზონს 1 იანვარს, ყატარის ღია პირველობით დაიწყებს. ტურნირი დოჰაში 1-8 იანვარს ჩატარდება. 2018 წელი ბასილაშვილისთვის წარმატებული გამოდგა: ივლისში, გერმანიის ღია პირველობის ფინალში ლეონარდო მეიერი 6:4, 0:6, 7:5 დაამარცხა და ATP-ის ეგიდით პირველი ტიტული მოიგო, ოქტომბერში კი ჩინეთის პირველობის ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს ორ სეტში სძლია - 6:4, 6:4.
ამ გამარჯვებების და სტაბილური თამაშის წყალობით ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 21-ე საფეხურამდე ამაღლდა. 2019 წელს ქართველი პირველ დიდ გამოცდას ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩააბარებს: მელბურნში ის ძირითად ბადეში 22-ე ნომრად იქნება განთესილი.