მოუწესრიგებელი ინფრასტრქუტურა ბეშუმში

30 ივლისი 2016, 00:00 3529 ნახვა

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო კურორტ ბეშუმის დამსვენებლების, ხოლო ადგილობრივების შემოსავლების გარეშე დარჩენაზე საუბრობს ხულოს საკრებულოს წევრი გურამ სურმანიძე. მის თქმით, ბეშუმში ერთდროულად რამდენიმე პროექტი დაიწყო, საბოლოოდ კი კურორტზე ამ დრომდე არც გზა, არც საკანალიზაციო და წყლის სისტემა მოწესრიგებულა.  საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” აცხადებს, რომ კურორტზე,  არსებობის მანძილზე, სეზონი პირველად ჩავარდა, რაც გამგებლის პასუხისმგებლობაა. ხულოს გამგებელი ინფრასტრუქტურული სამუსაოების დროში გაწელვას არ უარყოფა, თუმცა მას სხვადასხვა მიზეზით ხსნის. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში